წიგნის ავტორები: შოთა ადამია, ნინო სადრაძე, ვიქტორ ალანია, გელა ტალახაძე, კობა ხმალაძე
(საქართველოს ციფრული, ინტერაქტიული, 1:200000 მასშტაბის გეოლოგიური რუკა და განმარტებითი ბარათი, 2020)
წიგნში მოცემულია დღეისთვის არსებული და ხელმისაწვდომი მონაცემები საქართველოს ლითოსფეროს გეოლოგიური და სიღრმული აგებულების, ნეოპროტეროზოურ-ფანეროზოურ დროში იქ მიმდინარე გეოდინამიკური პროცესების და ლითოსფეროს ევოლუციის შესახებ.
ფაქტიური მასალა წარმოდგენილია საქართველოს 1:200000 მასშტაბის ციფრული, ინტერაქტიული, განახლებული გეოლოგიური რუკით და განმარტებითი ბარათით, აგრეთვე ბოლო ათეულ წლებში სამეცნიერო კვლევებით მოპოვებული გეოლოგიური, გეოქიმიური და გეოფიზიკური მონაცემებით, რომლებშიც ასახულია აღმოსავლეთი შავი ზღვა – კასპიის ზღვის რეგიონის ლითოსფეროს აგებულება და ზედა მანტია – ქერქში მიმდინარე გეოდინამიკური პროცესების ურთიერთკავშირი.